დანიელ ჰაგარი: ისრაელი არ გამორიცხავს ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას

ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ არ გამორიცხა ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყება.

კითხვაზე, არის თუ არა ისრაელის თავდაცვითი ძალები მზად ლიბანში სახმელეთო შეჭრისთვის და რამდენად სწრაფად შეძლებს ისრაელის არმია გადაადგილებას ბრძანების მიღების შემთხვევაში? დანიელ ჰაგარიმ უპასუხა:

„არის თუ არა ჯარი მზად? დიახ, ჯარი სრულ მზადყოფნაშია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოდ დასაბრუნებლად მათ სახლში, ჩრდილოეთ საზღვარზე“.