ჯონ კირბი – სანამ კომერციული ვარიანტებია ამერიკელებმა ლიბანი უნდა დატოვონ

სანამ კომერციული ვარიანტებია ამერიკელებმა ლიბანი უნდა დატოვონ, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

ჯონ კირბი - სანამ კომერციული ვარიანტებია ამერიკელებმა ლიბანი უნდა დატოვონ

„გვსურს დავრწმუნდეთ, რომ იმისთვის, რათა ამერიკელებმა (ლიბანი) დატოვონ კომერციული ვარიანტები ჯერ კიდევ არის და მათ ეს ახლავე უნდა გააკეთონ, სანამ ეს ვარიანტები არსებობს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ კონფლიქტში არ ჩაერთვება, მაგრამ ისრაელის თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერას გააგრძელებს, ასევე, ამერიკელი ოფიციალური პირები ისრაელელ კოლეგებთან მუდმივ კონტაქტში იმყოფებიან.