ბეირუთზე თავდასხმას ჰეზბოლას მეთაური ემსხვერპლა

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ ნაწილზე ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას „ჰეზბოლას“ მეთაური და კიდევ ექვსი პირი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, მოკლულია იბრაჰიმ კუბაისი, რომელიც „ჰეზბოლას“ სარაკეტო განყოფილებას მეთაურობდა.

ცნობისთვის, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქში ჰეზბოლას მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ზედიზედ მეორე იერიში მიიტანა.

როგორც ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ლიბანში ბოლო 24 საათის განმავლობაში დაღუპული ადამიანების რაოდენობა 558-მდე გაიზარდა.