რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ისრაელის მიერ ლიბანის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები დაგმო.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი არ დაიწყოს.
„მკაცრად ვგმობთ ლიბანის წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიან სამხედრო თავდასხმებს. განსაკუთრებით, გვინდა ხაზი გავუსვათ ჩვენს პრინციპულ პოზიციას განურჩეველი თავდასხმების კატეგორიულად დაუშვებლობაზე, რისი მსხვერპლიც სამოქალაქო პირები ხდებიან.
ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ახლო აღმოსავლეთი არ აღმოჩნდეს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში, რომლის დამანგრეველი შედეგები აუცილებლად იმოქმედებს ყველაზე, როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.