ფეზეშქიანი: თეირანი მზად არის, ჩიხში შესული ბირთვული საკითხის გადასაჭრელად, მსოფლიო ლიდერებთან იმუშაოს

ირანი მზად არის, იმუშაოს მსოფლიო ლიდერებთან ჩიხში შესული ბირთვული საკითხის გადასაჭრელად, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირანია პრეზიდენტი

„ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მონაწილეებთან. თუ შეთანხმების ვალდებულებები განხორციელდება სრულად და კეთილსინდისიერად“, – აცხადებს ირანის პრეზიდენტი.

ირანის პრეზიდენტმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო კონფლიქტი დიალოგის გზით.

ამასთან, მან გააკრიტიკა ისრაელი „ღაზაში განხორციელებული გენოციდისთვის“.

„მსოფლიომ ნახა ისრაელის რეჟიმის ნამდვილი ბუნება. როგორ მოკლა 11 თვეში 4 1000-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი, ძირითადად, ქალები და ბავშვები. მისი ლიდერები ამ გენოციდს – ბავშვების მკვლელობას, ომის დანაშაულებსა და სახელმწიფო ტერორიზმს, ლეგიტიმურ თავდაცვას უწოდებენ“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.