აშშ კატარის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აამოქმედებს. შესაბამის ცნობას Reuters ავრცელებს.
ინფორმაციის მიხედვით, 1-ელი დეკემბრიდან, კატარის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, შტატებში 90 დღე დაყონ ვიზის გარეშე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, კატარის მიერ, უვიზო რეჟიმის პროგრამის მკაცრი უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილება გააღრმავებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას.