ზელენსკი გაეროს: რუსეთს უკრაინის სამ ატომურ ელექტროსადგურზე შეტევა სურს

რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე სამ ატომურ ელექტროსადგურზე შეტევა სურს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკის თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც აგრესორი ქვეყნის ამ განზრახვას მოწმობს.

„ჩვენ ახლა, ამ ომის მესამე ზამთარში შევდივართ. რუსეთი ისევ ცდილობს ჩვენი ენერგეტიკის განადგურებას და ამჯერად, ისინი კიდევ უფრო ცინიკურები არიან. მათ ჩვენს სამ ატომურ ელექტროსადგურზე შეტევა სურთ. ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს და მტკიცებულებები გაგვაჩნია. თუ რუსეთი მზადაა, ასე შორს შეტოპოს, ეს ნიშნავს, რომ მოსკოვისთვის არაფერია ღირებული. რუსეთის ფედერაციის ცინიზმი გაგრძელდება, თუ მას ამის საშუალებას საშუალებას მისცემენ“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.