ტრამპზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილის ვაჟი ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვის ბრალდებით დააკავეს

ამერიკელმა სამართალდამცველებმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილის რაიან უესლი რუთის ვაჟი ორან რუთი ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვის ბრალდებით დააკავებს. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

ორან რუთი

„რაიან რუთის, ადამიანის, რომელიც ეჭვმიტანილია ყოფილ პრეზიდენტზე დონალდ ტრამპზე თავდასხმის მეორე მცდელობაში, შვილი დაკავებულია ფედერალური ბრალდებების საფუძველზე ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვის გამო“, – ნათქვამია ტელეარხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ტრამპზე თავდასხმის საქმის გამოძიების ფარგლებში ორან რუთის სახლის ჩხრეკის დროს გამომძიებლებმა მის მოწყობილობებზე ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი ფაილები აღმოაჩინეს.