„ჰეზბოლას“ განცხადებით, ცენტრალური ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტის სამიზნე „მოსადის“ შტაბ-ბინა იყო.
„ჰეზბოლამ“, დღეს დილით, ცენტრალურ ისრაელზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა აიღო და განაცხადა, რომ Qader 1 ბალისტიკური რაკეტის სამიზნე თელ-ავივის მახლობლად მდებარე ისრაელის სადაზვერვო სააგენტოს „მოსადის“ შტაბ-ბინა იყო.
„ჰეზბოლას“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სარაკეტო იერიში პეიჯერებისა და რაციების აფეთქებასა და უფროსი მეთაურების მკვლელობებზე პასუხს წარმოადგენდა.
ცნობისთვის, მანამდე, „ჰეზბოლამ“ მისი ერთ-ერთი უფროსი მეთაურის, იბრაჰიმ ქუბაისის დაღუპვა დაადასტურა.