დონალდ ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტი ახორციელებს ბინძურ თავდასხმებს ჩემზე

უკრაინის პრეზიდენტი ახლა ჩვენ ქვეყანაში იმყოფება, ის ახორციელებს ბინძურ თავდასხმებს თქვენ საყვარელ პრეზიდენტზე, ჩემზე, – ამის შესახებ აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.

დონალდ ტრამპი

ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი არ იქნებიან ბედნიერები, ვიდრე ამერიკელ ბავშვებს ომში არ გაგზავნიან.

„ამერიკელ დედებსა და მამებს არ სურთ, მათი შვილები უკრაინასა და რუსეთს ებრძოდნენ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ჯარისკაცები საზღვარგარეთ იღუპებოდნენ“ – აღნიშნა ტრამპმა.