უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენთან შეხვედრა გამართა.
ზელენსკის ოფისის ინფორმაციით, ზელენსკიმ ჯო ბაიდენს უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
უკრაინის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში, განსაკუთრებით ფრონტზე არსებული ვითარება გააცნო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა გამარჯვების გეგმაზე.
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხს განიხილავენ ვაშინგტონში მოლაპარაკებების დროს 26 სექტემბერს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.