„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ იაგო ხვიჩია ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს შეხვდა.
„მე გეტყვით შეხვედრის დეტალებს: მე და აჩიკო 25 წელია ძმაკაცები ვართ, თსუს პირველი კურსის, პირველი სემესტრის პირველი კვირიდან. ათასზე მეტი დღე და ღამე გვაქვს ერთად გატარებული. ჩემი მშობლებისთვის აჩიკო შვილივითაა, ანალოგიურად მე მისი მშობლებისთვის.
ჩემი სახლი მისი სახლია და პირიქით. არა მხოლოდ ახლა, ყველა ჩამოსვლისას როცა ეს შესაძლებელია ერთმანეთს ვნახულობთ.
ეს იცის ყველამ ვინც გვიცნობს. როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკური კონფიგურაცია ეს არ შეეხება ჩვენს ურთიერთობას, რადგან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩვენს ოჯახებს ვერ ვაკადრებთ სხვანაირად იყოს.
ჩათლახები ამას ვერასოდეს გაიგებენ და სულ რამე სისულელე მოელანდებათ, მაგრამ მიუხედავად იმისა ვის რა ელანდება მე ვერასოდეს შევწყვეტ უახლოეს მეგობართან ურთიერთობას და ვინც წყვეტს მათსას ვერასოდეს გავიგებ“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.