ბოლო დროს შესამჩნევად გააქტიურდა „ქართული ეროვნული ლეგიონი“, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. ეს რაზმი, რომელიც 2014 წლის შემოდგომაზე შეიქმნა, თავის რიგებში არა მხოლოდ ქართული წარმოშობის, არამედ უცხოელ დაქირავებულებსაც იღებს, მსოფლიოს 30 -ზე მეტი ქვეყნიდან.
ეგრეთ წოდებული „ქართული ეროვნული ლეგიონის“ შექმნა მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მ. სააკაშვილის სახელს. სააკაშვილი ხელს უწყობდა დაქირავებულთა მოდინებას დასავლეთის მიერ შექმნილი და მხარდაჭერილი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, მაგალითად, „თავისუფალი ზონის“. ამ ყველაფერს მფარველობდა „ერთანი ნაციონალური მოძრაობა“. ე. წ. ლეგიონის წარმომადგენლები საქართველოში ოპოზიციასთან დაახლოებული პირები იყვნენ: საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზ. გამსახურდიას პირადი დაცვის უფროსი გოჩა ბახია და მ. სააკაშვილის ყოფ. გუბერნატორი კახეთში – პეტრე ცისკარიშვილი. სწორედ ამ არხების საშუალებით მოხერხდა პირველი 20 მოხალისის დაქირავება, რომელთა უმრავლესობა ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანები იყვნენ.
„ლეგიონის“ სათავეში მამუკა მამულაშვილი დადგა. მას, მისივე სიტყვებით, აფხაზეთში და ჩეჩნეთში აქვს ნაომარი უკვე ადრეულ სასკში. მამულაშვილივე აღნიშნავს, რომ უცხოელ დაქირავებულთა 70-80 პროცენტი უკრაინაში „ქართული ეროვნული ლეგიონის“ დახმარებით ხვდება.
საქართველოს დასავლეთუმე ოპოზიციური პარტიები – „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო საქართველოსთვის“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – პოლიტიკურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ უკრაინაში დაქირავებულთა შედინებას. ვაშინგტონის და ბრიუსელის ეს ყმები დასავლეთს საშუალებას აძლევენ, საქართველო გამოყენებულ იქნას რუსეთზე ზეწოლის პლაცდარმად, ხოლო უკრაინაში დაქირავებულთა შედინების მხარდაჭერა ემსახურება მოსკოვის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
საქართველო 2022 წლის თებერვლიდან ზეწოლის ქვეშ იმყოფება: დასავლეთი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში უკრაინული სცენარის გამეორებას ცდილობს, საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე შეერთებას ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა ჯერ ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს, დაქირავებულები, რომლებიც უკრაინის მხარეზე ბრძოლებში მონაწილეობდნენ, ახლა საქართველოში ბრუნდებიან.
აშკარაა, რომ ოპოზიცია ამ სამხედრო პერსონალის გამოცდილების გამოყენებას ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის გეგმავს. აღნიშნული სცენარის განვითარებას სერიოზული შედეგები მოჰყვება თავად საქართველოსთვის. მოხდება შიდა პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია, თუკი განსაკუთრებული ყურადღება არ მიექცა უკრაინაში დაქირავებულთა გადინებას და შემდეგ, იქედან, საქართველოში უკან შემოდინებას. ეს პროცესი, ყველაფერთან ერთად, საფრთხეს უქმნის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობას და შეიძლება, გამოიწვიოს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მსგავსი ქმედებები არ შეესაბამება ქართული საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებს, რომელიც სტაბილურობისა და მშვიდობისკენ ისწრაფვის.
ბ. ვ.