პოლიტიკოსი აჰმედ იმამყულიევი “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს, საპარლამენტო სიიდან მისი სახელი და გვარი ამოიღონ. როგორც იმამყულიევი „ფეისბუქზე“ წერს, პოლიტიკურმა გაერთიანებამ სიაში მისი სახელი და გვარი ისე ჩაწერა, რომ მისგან თანხმობა არ მიუღია.
აქედან მივმართავ პარტია ერთიანობა „ნაციონალური მოძრაობას” თავმჯდომარეს ქალბატონ თინა ბოკუჩავას, სასწრაფოდ გამოიყვანეთ ჩემი სახელი თქვენი საპარლამენტო სიიდან. ჩემი თანხმობის გარეშე, ჩემი სახელი შეუტანიათ ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობას საპარლამენტო სიაში. ვინც დაწერა ჩემი სახელი თქვენ საპარლამენტო სიაში და იფიქრა, რომ მე ამით შეურაცხყოფა მომაყენოს ან ვითომ დამჩაგრავს, ის პირველ რიგში არის უპასუხისმგებლო არარაობა და დანარჩენი @&#%*+£!& რაც აქ საჯაროდ ვერ ვწერ!”, – წერს იმამყულიევი.