ABC News: ბეირუთში ისრაელის დარტყმების სამიზნე ჰასან ნასრალა იყო

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ABC News-ს განუცხადა, რომ ბეირუთში ისრაელის საჰაერო თავდასხმის სამიზნე  „ჰეზბოლას“ მეთაური ჰასან ნასრალა იყო.

ჰასან ნასრალა

მოხსენების თანახმად, ნასრალა და მისი მოადგილეები იმყოფებოდნენ ლიბანის დედაქალაქში.

მედიის ცნობით, ამ დროისთვის ისრაელის არმია ამოწმებს, მოყვა თუ არა ნასრალა ისრაელის მიერ მიტანილ იერიშში.