Le Parisien-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებს „ჰეზბოლას“ ლიდერების ლიკვიდაციაში ორმაგი აგენტი დაეხმარა ირანიდან, რომელმაც „ჰეზბოლას“ რიგებში შეაღწია. სწორედ მან მიაწოდა „ცაჰალს“ ინფორმაცია ჰასან ნასრალას ადგილმდებარეობის შესახებ.
27 სექტემბერს ნასრალა ერთი დღით ადრე, ისრაელის ავიაიერიშის შედეგად დაღუპული მუჰამედ ჰუსეინ სრურას დაკრძალვაზე იმყოფებოდა. „ჰეზბოლას“ ერთ-ერთ მეთაურს დაჯგუფების მიწისქვეშა ცენტრის მახლობლად კრძალავდნენ. ამ დროს ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებით აღჭურვილი ისრაელური გამანადგურებლები F-35 ნასრალას შტაბ-ბინაში დაბრუნებას ელოდებოდნენ.
დღის მეორე ნახევარში, ორმაგმა აგენტმა „ცაჰალს“ შეატყობინა, რომ ნასრალა ბუნკერშია და დაჯგუფების სხვა ლიდერებთან ერთად თათბირისთვის ემზადება. ისრაელელი სამხედროები ბუნკერში „ჰეზბოლას“ ყველა ლიდერის შესვლას დაელოდნენ და ბრძანება დაბომბვის შესახებ მხოლოდ მათი შეკრების შემდეგ გაიცა.
„ეს ყველაზე მსხვილი თავდასხმაა, რომელიც 2006 წლიდან გვინახავს“, – განაცხადა Le Parisien-ის წყარომ.