ბრალდებები იმის შესახებ, რომ რუსეთს ბელარუსის „ჩაყლაპვა“ სურს, წმინდა წყლის სისულელეა- დიმიტრი პესკოვი

ბრალდებები იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მოსკოვში ვიზიტის შემდეგ რუსეთს ბელარუსის „ჩაყლაპვა“ სურს, წმინდა წყლის სისულელეა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

 

მან ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსში არსებული სიტუაციის ფონზე ლუკაშენკოს რუსეთში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

დიმიტრი პესკოვის განმარტებით, რუსეთ-ბელარუსის ყველა სამიტის დროს სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ვალები, ნავთობითა და გაზით მომარაგება, განიხილება.

“აიპიენი”