რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიშუსტინი ირანში ჩაფრინდა

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი ირანის დედაქალაქ თეირანში ჩაფრინდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი თეირანში

ვიზიტის ფარგლებში მიშუსტინი ირანის პრეზიდენტს მასუდ პეზეშკიანს და ვიცე-პრეზიდენტს მოჰამედ რეზა არეფს შეხვდება.

„ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნება რუსეთ-ირანის სავაჭრო ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის მთელი სპექტრი, მათ შორის ტრანსპორტის, მრეწველობის, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში მსხვილი პროექტების განხორციელება“, – იტყობინება რუსეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.

ბოლო დროს ირანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში დასავლეთის სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. მას შემდეგ, რაც ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები მიაწოდა, დასავლეთმა თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.