ღაზაში, ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის საჰაერო იერიშს 13 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის საჰაერო იერიშს ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში 13 ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაიჭრა. აღნიშნულის შესახებ CNN-ს ადგილობრივმა ჯანდაცვის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

დღის ფოტოები მსოფლიოდან

ადგილობრივების თქმით, ისრაელმა იერიში ლტოლვილთა ბანაკ ნუსეირატზე მიიტანა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის სამხედრო საომარი მოქმედებების შედეგად 41 615 ადამიანი დაიღუპა და 96 359 დაიჭრა.

გაურკვეველია რამდენი პალესტინელი რჩება ნეტზარიმის დერეფნის ჩრდილოეთით, რომელიც ღაზას ორად ყოფს.