2024 წლის 1 იანვრიდან 26 აგვისტოს ჩათვლით “ქართული ოცნებისთვის” შეწირულმა თანხის ოდენობამ 7 970 206 ლარი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
კვლევითი ორგანიზაცია აქვეყნებს იმ ბიზნესმენების შესახებ ინფორმაციას, რომლებმაც ბოლო ორ თვეში მმართველ პარტიას თანხა შესწირეს. აღნიშნული კომპანიების უმეტესობა ღვინისა და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებით არიან დაკავებულები.
აღსანიშნავია, რომ ამ ბიზნესმენების კომპანიები წლებია სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ხელისუფლებისგან დაფინანსებას იღებენ, რომელთა ჯამური თანხა 61 მილიონ ლარს აღემატება.
- ირაკლი კოტეტიშვილი – შემოწირულება: 120 000 ლარი. სახელმწიფოსგან მიღებული ბენეფიტი: 1.1 მილიონი ლარი (შ.პ.ს. ფალავანის 100%-იანი წილი), 319 362 ლარი (შ.პ.ს. კონდოლის 35% წილი)
- გიორგი ინგოროყვა – მან პარტიას 97 000 შესწირა. სახელმწიფოსგან მიღებული ბენეფიტი: 5,1 მილიონი ლარი. სახელმწიფო ტენდერები: 11.2 მილიონი ლარი.
- ნიკოლოზ სარალიძე და ვაჟა უსანეთაშვილი – ჯამური შემოწირულება: 461 000 ლარი. სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული თანხა: 42 მილიონი ლარი.
- ჯუმბერ ზოიძე – შემოწირულება: 220 000 ლარი. სახელმწიფოსგან მიღებული ბენეფიტი: 455 000 ლარი. სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული თანხა: 49 000 ლარი (შ.პ.ს. ელტური-2008).
- გივი აბესაძე – შემოწირულება: 120 000 ლარი. სახელმწიფოსგან მიღებული ბენეფიტი 348 000 ლარი (შ.პ.ს. წინანდალი+-ის 50% წილი)