უკრაინული მედია: უკრაინის მოსახლეობა 2051 წლისთვის 25,2 მილიონ ადამიანამდე შემცირდება

უკრაინის მოსახლეობა 2051 წლისთვის 25,2 მილიონ ადამიანამდე შემცირდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის მთავრობის მიერ შემუშავებულ დემოგრაფიულ სტრატეგიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინაში 2001 წელს ჩატარებულმა აღწერამ აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობა 48,5 მილიონ ადამიანს შეადგენს. 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით უკრაინაში 42 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.

უკვე 2024 წლის ივლისში უკრაინის მოსახლეობა 35,8 მილიონ ადამიანს შეადგენდა, ხოლო კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ეს მაჩვენებელი 31,1 მილიონი ადამიანი იყო.

2041 წლისთვის უკრაინის მოსახლეობა 28,9 მილიონ ადამიანამდე შემცირდება, ხოლო 2051 წლისთვის – 25,2 მილიონამდე. თუმცა, როგორც სტრატეგიაშია აღნიშნული, ომის პირობებში გარკვეული სცენარების აგება რთულია.

მოსახლეობის შემცირების მიზეზად დასახელებულია ომი, მიგრაცია, შობადობის შემცირება და სიკვდილიანობის ზრდა, მოსახლეობის სიბერე, ჯანმრთელობის გაუარესება არასპორტული ცხოვრების წესის გამო და ომის პირობებში ცუდი სამედიცინო მომსახურება.