ესტონეთის დაზვერვის უფროსი: თუ ომის გაყინვა მოხდა, ომი არ დასრულდება, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს

ესტონეთის საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კაუპო როსინი, კონფლიქტის გაყინვის შემთხვევაში უკრაინაში ომის გრძელვადიან დასრულებას შესაძლებლად არ მიიჩნევს.

ესტონეთის საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მისი თქმით, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს.

„დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმი სტრატეგიულად უნდა დავამარცხოთ. იმიტომ, რომ თუ პუტინი ნაწილობრივ მოახერხებს თავისი მიზნების მიღწევას, ჩვენ გვჯერა, რომ ის ომს გააგრძელებს. ამიტომ, უკრაინაში ომი საშუალოვადიან პერსპექტივაში არ დასრულდება. ჩვენ მივიღებთ გაყინულ კონფლიქტს“, – აცხადებს ესტონეთის დაზვერვის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომში, მხარე, რომელსაც მეტი რესურსი აქვს, საბოლოოდ გაიმარჯვებს.

„ცხადია, უკრაინას სჭირდება დამატებითი იარაღი, დამატებითი საბრძოლო მასალა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ კონფლიქტის გრძელვადიან გადაწყვეტაზე, მაშინ მე ვერ ვხედავ სხვა ვარიანტს, გარდა იმისა, რომ დავრწმუნდეთ, რომ საბოლოოდ უკრაინელები გაიმარჯვებენ და ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება  მოხდეს“, – განაცხადა როსინმა.