უკრაინამ რუმინეთისგან „პეტრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია „რადიო თავისუფლებას“ რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დაუდასტურა.
რუმინეთის ხელისუფლებამ უკრაინისთვის „პეტრიოტის“ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება გასულ თვეში დაამტკიცა.
„ჩვენ ვადასტურებთ, რომ პეტრიოტის სისტემა უკრაინაში ჩავიდა,” – განუცხადა „რადიო თავისუფლებას“ რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კონსტანტინ სპინუმ.
გარდა ამისა, ერთი დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანას, რომლებიც უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებით ეხმარებიან.
„განსაკუთრებული მადლობა რუმინეთს „პეტრიოტის“ სისტემისთვის. ჩვენ ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ კიდევ უფრო დიდ ეფექტურობას – ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია დავასრულოთ რუსული ტერორი მათი „შაჰედებისა“ და რაკეტების ჩამოგდებით“, – წერს ზელენსკი.