უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში 2024 წლის ნობელის პრემიაზეა წარდგენილი. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იუწყება.
პრემიაზე სულ 286 კანდიდატია წარდგენილი.
აღნიშნულია, რომ ფავორიტებს შორის არიან გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტო (UNRWA), იუსტიციის საერთაშორისო სასამართლო და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში.
ჯილდოზე ნომინირებულია რომის პაპი ფრანცისკეც.