ახლო აღმოსავლეთში ავიაკომპანიებმა კონფლიქტის გამო ფრენები შეაჩერეს

ავიაკომპანიებმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო ფრენები შეაჩერეს. აღნიშნულის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, თელ-ავივში ფრენებს თვის ბოლომდე აჩერებს British Airways-ი.

გარდა British Airways-ისა, თეირანსა და თელ-ავივში ფრენები შეაჩერა გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მაც.

ჰოლანდიურმა ავიაკომპანია KLM-მა თელ-ავივის მიმართულებით ფრენები წლის ბოლომდე შეაჩერა.

ისრაელის მიმართულებით ფრენები შეაჩერა ასევე რამდენიმე კომპანიამ: Air India, Cathay Pacific, Delta, United, EasyJet, Ryanair და Wizz Air-მა.

ლიბანის ავიახაზები არის ერთ-ერთი, რომელიც კვლავ სთავაზობს მგზავრებს ფრენებს ბეირუთის მიმართულებით.

შეგახსენებთ, ირანმა ისრაელს 1-ელ ოქტომბერს საღამოს 180 ბალისტიკური რაკეტა ესროლა. მათი უმეტესობა ისრაელის ძალებმა ჩამოაგდეს. დაიღუპა 1 და დაიჭრა 2 ადამიანი.

ისრაელის შეიარაღებულ ძალების ცნობით, ირანი ათასობით ისრაელელის მოკვლას ცდილობდა.

დაღუპული მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობდა. თელ-ავივში კი ორი ადამიანი რაკეტების ნამსხვრევებით დაიჭრა.