ლავროვის სიტყვები ყველამ ერთმანეთისგან განსხვავებულად განმარტა. რა სურს თბილისს მოსკოვისგან, პრორუსული კურსის სანაცვლოდ?

ცნობილი რუსი პოლიტოლოგის და ჟურნალისტის, ვიტალი არკოვის ეს ანალიზი, რომელიც, ბუნებრივია, რუსეთის ინტერესების პოზიციიდან არის დაწერილი, ფაქტობრივად, ეხმაურება, გულბაათ რცხილაძის მიერ დასმულ საკითხს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემატიკის ერთმანეთისგან გამიჯვნისა და საქართველოს მხრიდან, რეალური პოლიტიკის გატარების აუცილებლობის თაობაზე. გთავაზობთ ბატონი არკოვის სტატიის თარგმანს:

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გამოვარდნენ პოზიტიური მეინსტრიმიდან, უბრუნდებიან საინფორმაციო გამოშვებებს.

პირველ რიგში, სოხუმმა, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელის ვლადიმირ დელბას და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის სერგეი შამბას პირით, საჯარო პლანზე წამოსწია აფხაზური ელიტისთვის ძალიან შემაშფოთებელი საკითხი მოსკოვიდან დაფინანსების შემცირების შესახებ. მოსკოვიდან მათ პირდაპირ განუმარტეს ამ გადაწყვეტილების მიზეზები – სოხუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა, მ.შ. მარეგულირებელი დოკუმენტების რატიფიცირების გრძელვადიანი შეფერხება, მ.შ. მათი, რომლების რუსეთსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას არეგულირებენ.

სოხუმმა ცნობად მიიღო მოსკოვის გზავნილი, დაიწყო შეცდომებზე მუშაობა და მალე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის აფხაზ კოლეგას – ასლან ბჟანიას გამარჯვება და რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. რუსეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთი გააგრძელებს აქტიურ დახმარებას აფხაზეთის ხელისუფლებისა და ხალხის განვითარების გზაზე.

თუმცა ამის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ცეცხლზე ნავთი დაასხა და  გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაპირებას, რომ შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „საქართველო იპოვის ძალას, ბოდიში მოუხადოს ოსებს 2008 წლის სამხედრო კონფლიქტისთვის”.

გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსული დიპლომატიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, მათ შორის, თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფაში, თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან ამით.

ამავე დროს, ბატონი ლავროვის სიტყვები ყველამ ერთმანეთისგან განსხვავებულად განმარტა. ვიღაცამ დაიწყო მსჯელობა რუსეთის მიერ საქართველოსთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (შიდა ქართლი) საქართველოსთვის “დაბრუნების” შესახებ იმის სანაცვლოდ, რომ თბილისი არა მხოლოდ უარს იტყვის ანტირუსულ სანქციებზე, არამედ მოსკოვს მათი გვერდის ავლაში დაეხმარება, რასაც ემატება სოლიდარობა კრემლთან ურთიერთობაში (უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღება, ლგბტ* აკრძალვა და სხვა ოდნავ ნაკლებად რეზონანსული ნაბიჯები).

სხვებმა, პირიქით, დაიწყეს ლაპარაკი საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარების პროცედურის დაწყებაზე, რადგან აშკარაა, რომ სიტუაცია სწორედ ამ კუთხით ვითარდება.

თუმცა, სიმართლის წინაშე თვალი უნდა გავუსწოროთ – ქართულ საზოგადოებას ობიექტური რეალობის მიღებას მრავალი წელი დასჭირდება. და ამიტომ, ახლა თბილისში პოლიტიკოსები, თუნდაც „ქართული ოცნებიდან“, თავს არიდებენ ამ თემაზე საუბარს, ანაცვლებენ მას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დეოკუპაციის“ აბსოლუტურად უტოპიური გეგმებით, რაც, მათი თქმით, იმით უნდა დაიწყოს, რომ მოხდეს რუსი სამხედროების გაყვანა ამ რესპუბლიკების ტერიტორიიდან.

ამის შესახებ, კერძოდ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

შეიძლება, რა თქმა უნდა, საკმარისად არასერიოზულად მივიჩნიოთ იტალიური “მილანის” ყოფილი ვარსკვლავის და ყოფილი ფოტომოდელის განცხადებები. მანდა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ქართული ოცნება“, არსებითად, არის მარიონეტების თეატრი ბიძინა ივანიშვილისა და იმ არასაჯარო ქართველი ავტორიტეტული პირებისთვის, რომელთა ინტერესებსაც იგი წარმოადგენს. ან ყველაფერი საარჩევნო დაპირებებს უნდა დავაბრალოთ, „პრორუსული კურსის გატარებაში“, პროდასავლური პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებების წინააღმდეგ.

ეს ყველაფერი ხდება. თუმცა, კალაძის სიტყვები არ უნდა იქნას გაგებული, როგორც „ძაღლების ყეფა, ქარს  მიაქვს“. თუ გავითვალისწინებთ კრემლის საკვანძო როლს აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის დაბრუნებაში, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა მთავარი „მოსაუბრე ხელმძღვანელის“ მიერ გაჟღერებული სიტყვები უნდა ჩაითვალოს თბილისსა და მოსკოვს შორის მორიგი ვაჭრობის დასაწყისად. რუსეთს სასწრაფოდ სჭირდება კონსტრუქციული თანამშრომლობა აზერბაიჯანთან და საქართველოსთან – გლობალურ სამხრეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების ფონზე. ამიტომაც ბაქოც და თბილისიც მოსკოვს თავიანთ „სურვილების სიას“ უცხადებენ.

თბილისის წინა სურვილები მოსკოვსა და კრემლში გაისმა, კერძოდ, შეჩერდა სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიასთან რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გაერთიანების პროექტი. სინამდვილეში, სწორედ ცხინვალი შეიძლება იყოს ჰიპოთეტური ვაჭრობის საგანი მოსკოვსა და თბილისს შორის – ეს არ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან “ოსი ძმების” წინაშე მონანიების განზარახვა.

თბილისის თავდაპირველი სურვილები კრემლმა მიიღო, კერძოდ, შეჩერდა სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიასთან, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, გაერთიანების პროექტი. სინამდვილეში, სწორედ ცხინვალი შეიძლება იყოს ჰიპოთეტური ვაჭრობის საგანი მოსკოვსა და თბილისს შორის – აბა, განა ტყუილად გააჟღერა ბიძინა ივანიშვილმა “ოსი ძმების” წინაშე მონანიების თემა?!

მაგრამ ძნელად მიზანშეწონილია იმის თქმა, რომ სამხრეთ ოსეთი კვლავ გახდება შიდა ქართლი. ბევრად უფრო სავარაუდოა ე.წ. სახალხო დიპლომატია და ეკონომიკური თანამშრომლობის ლეგალიზაცია. თბილისსა და მოსკოვში გარკვეული (სხვათა შორის, არა მხოლოდ ოსური) ჯგუფების კონტროლის ქვეშ მყოფი უკანონო ბიზნესი მთელი ამ წლების განმავლობაში აქტიურად ხორციელდებოდა.

 

სამაგიეროდ, სოხუმის თბილისის კონტროლს ქვეშ „დაბრუნების“ საკითხი, თუნდაც ავტონომიურ სტატუსში, დღის წესრიგში არ დგას. და, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ განმარტა: „საქართველოს ხელმძღვანელობის ნებისმიერი მცდელობა, „გაერთიანების“ საფარქვეშ აფხაზეთის რესპუბლიკის საქართველოსთვის დაბრუნებისა, აბსოლუტურად უპერსპექტივოა“.

ჯერ ერთი, აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობები ისტორიულად რთულია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი ერთ სახელმწიფოში მშვიდობიან თანაარსებობას შეძლებენ.

მეორეც, სხვა დამაჯერებელ მიზეზებთან ერთად, სუვერენული, მაგრამ კრემლის მიერ კონტროლირებადი აფხაზეთი მნიშვნელოვანია მის ტერიტორიაზე რუსეთის საზღვაო ძალების დამატებითი საზღვაო ბაზის (მუდმივი ბაზის) განთავსებისთვის. ქალაქ ოჩამჩირასთან შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის დაწყების შესახებ ადრე თავად აფხაზმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს. ამჟამად, ოჩამჩირას ყურეში არის  რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის სანაპირო დაცვის ბაზა, საპატრულო გემებისთვის.

 

ვიტალი არკოვი

(Politrus.com)