ევროკავშირის ქვეყნებმა ჩინურ ელექტრომობილებზე საბაჟო გადასახადის 45%-მდე გაზრდას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იყო მიღებული, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩინეთისა საკუთარი მრეწველობის უსამართლო სუბსიდირებას ეწევა.
ჩინეთი, თავის მხრივ, ევროკავშირს საპასუხო ზომებით დაემუქრა. ანალიტიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ ეს შეიძლება იყოს ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ომის დასაწყისი.