ვიდეო: კალიფორნიის ტყის ხანძარს კიდევ 3 ადამიანის სიცოხცლე შეეწირა, სულ 11 დაღუპული

კალიფორნიის ტყის ხანძარს კიდევ 3 ადამიანის სიცოხცლე შეეწირა და წელს დაღუპულთა საერთო რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

აღსანიშნავია, რომ ხანძრის შედეგად გაჩენილი კვამლის გამო სან-ფრანცისკოს რეგიონში ცამ ნარინჯისფერი შეფერილობა მიიღო.

ცნობისთვის, კალიფორნიის ტყის ხანძარს დაახლოებით 14 000 მეხანძრე ებრძვის. თუმცა, სტიქიასთან გამკლავებას შტატში დაფიქსირებული რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ართულებს.

ტყის ხანძრის შედეგად წელს შტატში 1 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა დამწვარი.

“აიპიენი”