ზელენსკი – „რამშტაინის“ შეხვედრაზე მოკავშირეებს „გამარჯვების გეგმას“ წარვუდგენთ

„რამშტაინის“ შეხვედრაზე მოკავშირეებს „გამარჯვების გეგმას“ წარვუდგენთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი - „რამშტაინის“ შეხვედრაზე მოკავშირეებს „გამარჯვების გეგმას“ წარვუდგენთ

„ჩვენ „გამარჯვების გეგმას“ წარვადგენთ, ომის სამართლიანი დასრულებისკენ მკაფიო და კონკრეტულ ნაბიჯებს. ჩვენი პარტნიორების სიმტკიცე და უკრაინის გაძლიერება არის ის, რასაც რუსული აგრესიის შეჩერება შეუძლია“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის 25-ე შეხვედრა 12 ოქტომბერს გაიმართება და იგი ლიდერების დონეზე პირველად ჩატარდება. შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაუძღვება.