სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინის ნატოში გაწევრიანებას არასდროს დათანხმდება.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მას არაფერი აქვს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო, თუმცა მიაჩნია, რომ ეს არის „გზა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში არ დასრულდება“.
„სანამ სლოვაკეთის მთავრობის მეთაური ვიქნები, მივმართავ დეპუტატებს, რომლებიც ჩემი, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარის, კონტროლის ქვეშ არიან, არასოდეს დაეთანხმონ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას“, – აღნიშნა ფიცომ.
გარდა ამისა, ფიკომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება შეიძლება გახდეს მესამე მსოფლიო ომის საფუძველი.