აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომის შედეგად განადგურებული ღაზა შეიძლება იყოს მონაკოზე უკეთესი.
ტრამპი ამტკიცებს, რომ პალესტინელებს არ გაუკეთებიათ საკმარისი, რათა თავიანთი ხელსაყრელი მდებარეობით ესარგებლათ.
კითხვაზე, სწორად აღდგენის შემდეგ შეუძლია თუ არა ღაზას კონკურენცია გაუწიოს მონაკოს? ტრამპმა უპასუხა:
„მას შეუძლია მონაკოზე უკეთესი იყოს. მას [ღაზას] აქვს საუკეთესო მდებარეობა ახლო აღმოსავლეთში, უკეთესი წყალი, უკეთესი ყველაფერი. ის შეიძლება იყოს ყველაზე ლამაზი ადგილი“, – აღნიშნა ტრამპმა.