საფრანგეთი უკრაინას 2025 წლის პირველ კვარტალში Mirage 2000 ტიპის გამანადგურებლებს გადასცემს

საფრანგეთი უკრაინას 2025 წლის პირველ კვარტალში Mirage 2000 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს გადასცემს. ინფორმაციას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

„Mirage 2000 უკრაინას. მიწოდება 2025 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი“, – დაწერა ლეკორნუმ.

მისი თქმით, ქალაქ კაზოსა და ჟირონდაში თვითმფრინავებს ჯერ ახალი ჰაერი – ხმელეთის ტიპის და რადიოელექტრონული საწინააღმდეგო ტექნიკით აღჭურავენ და შემდეგ გადასცემენ უკრაინას.