ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საუდის არაბეთს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
„რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენი დიალოგი გრძელდება, რათა ლიბანსა და ღაზაში სიონისტური რეჟიმის დანაშაულების გაგრძელება თავიდან იქნას აცილებული“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს საუდის არაბეთის გარდა რეგიონის სხვა სახელმწიფოებშიც გამართავს.
„დღეიდან რიადსა და რეგიონის სხვა დედაქალაქებში ვიზიტებს ვიწყებ, რათა ვეცადოთ, რომ რეგიონის ქვეყნების კოლექტიური მოქმედებით ლიბანში სასტიკი თავდასხმები შევაჩეროთ“, – აღნიშნა აბას არაღჩიმ.