პუტინი თურქმენეთში ირანის პრეზიდენტს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 11 ოქტომბერს ირანელ კოლეგა, მასუდ პეზეშკიანს შეხვდება.

ვლადიმერ პუტინი

პუტინის თანაშემწის საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იური უშაკოვის თქმით, შეხვედრა აშხაბადში შუა აზიის თურქმენეთის ფორუმზე გაიმართება.

„ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ორმხრივი საკითხების, ასევე, რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის განსახილველად“, – აღნიშნა უშაკოვმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი გასულ კვირას ეწვია ირანს, სადაც ირანის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა.