“მე აღარა ვარ ის მიშა, რომელიც ვიყავი. ცხოვრებამ ბევრი რამე მასწავლა. ეს კარგიც არის და ცუდიც. ეს 7 წელი იყო დაფიქრებისთვის, გადაფასებითვის” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
ის დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
“მე ძალიან შევიცვალე, მე ასეთი არ ვიყავი. ცხოვრებამ ბევრი რაღაც მასწავლა. ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომელიც არ დაუშვებს ვინმეს ერთპიროვნულ თავშიავარდნილ მმართველობას.
გარდამავალ ეტაპზე მე მომიხდება პრემიერობის თანამდებობის დაკავება, ამაში ეჭვი არ მეპარება. თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ იმ საუკეთესო მოლოდინების გამმართლებელი, რომელიც ქარვთელ ხალხს აქვს.
მე მიყვარს განცვიფრება და მე მიყვარს განსაკუთრებით ჩვენი ოპონენტების განცვიფრება. ყველაფერი, რასაც ისინი ფიქრობენ, რომ შეიძლება უბედურება მოხდეს, ყველაფერი მოხდება საწინააღმდეგოდ…
იმიტომ რომ მე აღარა ვარ ის მიშა, რომელიც ვიყავი. ეს კარგიც არის და ცუდიც არის. რაღაც გაგებით კარგია, რადგან შვიდი წელი საკმარისი იყო დაფიქრებისთვის, გადაფასებისთვის, გარკვეულწილად მოჯდომისთვის… ამიტომ, ჩემი აზრით, ახლა მთავარია გახსნილობა და კონსოლიდაცია”.- განაცხადა სააკაშვილმა.
“