ვოლსკი: სამწუხაროა, რომ რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილი წარმოჩენილია, როგორც დემოკრატიის შუქურა

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარების მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, „სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის წარმოჩენილი, როგორც დემოკრატიის შუქურა“.

დეპუტატი

„სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის წარმოჩენილი, როგორც დემოკრატიის შუქურა – ადამიანი, რომელმაც სადიზმით მართვა დანერგა ამ ქვეყანაში. და ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს თავისი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, მისი მთავრობა არასოდეს ყოფილა რუსეთის ინტერესების საქართველოში გატარების ხელშემწყობი, ეს თურმე დასანქცირებას მოითხოვს, იმიტომ რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი არის მიღებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.