ვიქტორ ორბანი: თუ ტრამპი გაიმარჯვებს, შამპანურს გავხსნი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ ღიად დაუჭირა მხარი აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს დონალდ ტრამპს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო AFP-ი იტყობინება.

დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერის თქმით, აშშ-ის ხელისუფლებაში თუკი ტრამპი დაბრუნდება რამდენიმე ბოთლ შამპანურს გახსნის.

მისივე თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ომის დასასრულებლად ტრამპი დაუყოვნებლივ იმოქმედებს.

„ის დაუყოვნებლივ იმოქმედებს – ამიტომ ჩვენ, როგორც ევროპელმა ლიდერებმა, არ უნდა დავკარგოთ დრო. ამიტომ, ჯერ ინტელექტუალურად, ფილოსოფიურად და შემდეგ სტრატეგიულად უნდა ვუპასუხოთ”, – თქვა ორბანმა და არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა „ვერ მოიგებს ამ ომს ბრძოლის ველზე“, ამიტომ აუცილებელია მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

„ჩვენ გავხსნით შამპანურის რამდენიმე ბოთლს, თუ დონალდ ტრამპი დაბრუნდება“.