ფლორიდაში ქარიშხალ „მილტონს“ მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ის ფლორიდის შტატში ქარიშხალ „მილტონის“ შედეგებს ებრძვიან. NBC NEWS-ის ცნობით, მესამე კატეგორიის ქარიშხალი თავს დაატყდა სენტ-ლუსიის ოლქს, სადაც გარდაცვალების პირველი შემთხვევები ფიქსირდება. ამ ეტაპზე, ოფიციალურ პირებს სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ.

poweroutage.us-ის მონაცემებით, ძლიერი ქარისა და წვიმის გამო, 2 მილიონ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ადგილობრივი დროით 23:00 საათზე ელექტრომიწოდების გარეშე 2 მილიონი მომხმარებელი იყო დარჩენილი.

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულ რაიონებში ეროვნული გვარდიისა და სანაპირო დაცვის ათასობით თანამშრომელია მობილიზებული.

არსებული ცნობით, ქარიშხალმა მთელი შტატის მასშტაბით ტორნადოები გამოიწვია.