ისრაელის დარტყმა ირანზე იქნება ლეტალური, ზუსტი და განსაკუთრებით მოულოდნელი იქნება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა.
„ირანი ვერ გაიგებს რა დაემართა და როგორ. გასულ კვირას ირანის დარტყმა აგრესიული იყო, თუმცა არაზუსტი“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
გალანტის თქმით, ირანის თავდასხმისას არც თვითმფრინავი დაზიანებულა, არც ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები.