ფლორიდაში ქარიშხალ „მილტონს“ სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატში ქარიშხალ „მილტონის“ შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ოფიციალური პირები ავრცელებენ.

სტიქია

ფლორიდის გუბერნატორის, რონ დესანტისის განცხადებით, არსებობს მოლოდინი, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

მესამე კატეგორიის ქარიშხალმა ფლორიდაში მინიმუმ ათი მძლავრი ტორნადო და ძლიერი წვიმები გამოიწვია. სტიქიამ დააინგრია სახლები, დააზიანა ავტომობილები და კომუნიკაციები.

ამ დრომდე, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 3 მილიონამდე აბონენტი.