პოლონელების უმეტესობა უკრაინაში სამხედრო ასაკის უკრაინელების დაბრუნებას მხარს უჭერს – კვლევა

CBOS-ის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, პოლონელთა უმეტესობა მხარს უჭერს უკრაინაში სამხედრო ასაკის უკრაინელების დაბრუნებას. აღნიშნულის შესახებ Euractiv-ი იტყობინება.

უკრაინელი სამხედროები

გამოკითხულთა 67% ამბობს, რომ სამხედრო ასაკის უკრაინელი კაცები სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ, ხოლო 22% წინააღმდეგია.

გარდა ამისა, დაახლოებით 51% შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

ამავდროულად, გამოკითხულთა 46%-ს სურს, რომ უკრაინამ გააგრძელოს ბრძოლა, ხოლო 39%-ს უკრაინის მხრიდან ტერიტორიული თუ პოლიტიკური დათმობების ფასადაც კი მშვიდობას უჭერს მხარს.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ უკრაინელების რიცხვი, რომლებიც დათანხმდნენ პოლონეთში უკრაინულ ლეგიონში გაწევრიანებას, ძალიან მცირე აღმოჩნდა.