სტოლტენბერგი: უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, რუსეთის მუქარის გამო მხარდაჭერას ვერ შევწყვეტთ

უკრაინას აქვს რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვის უფლება და ის მოიცავს დარტყმებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ლეგიტიმურ სამიზნეებზე, – ამის შესახებ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი

„ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ მოკავშირეებთან. მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის სასტიკი ომი, ყველა საერთაშორისო წესის აშკარა დარღვევაა, რომ რუსეთი ცდილობს დააწესოს კონტროლი უკრაინაზე. უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავი. ეს უფლება მოიცავს რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას“, – აღნიშნა მან.

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის მუქარით არ უნდა მოტყუვდნენ უკრაინის დასავლელი პარტნიორები.

„რუსეთი თავიდანვე აცხადებდა, რომ დასავლეთის მიერ იარაღის მიწოდება მიუღებელია,  მაგრამ ჩვენ მივაწოდეთ იარაღი. რუსეთის მუქარის გამო მხარდაჭერას ვერ შევწყვეტთ“, – დასძინა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.