საქართველოში ზედიზედ 2 მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 2 მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

პირველი მიწისძვრა თბილისის დროით 04:53 საათზე, თიანეთთან კურორტ ვაჟას-წყაროსთან, მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.9 მაგნიტუდა შეადგინა.

ბოლო მიწისძვრა 09:03 საათზე ქალაქ თიანეთთან, სოფელ ბინდაურთასთან დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.