ირანზე საპასუხო დარტყმების დროს ისრაელი მის სამხედრო ობიექტებს დაუმიზნებს და ბირთვული ან ნავთობის ობიექტების განადგურება არ იგეგმება. ამის შესახებ Deutche Welle გამოცემა The Washington Post-ზე დაყრდნობით იუწყება.
ეს ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბარზე დაყრდნობით გავრცელდა. ისრაელის ამ გეგმის გაცნობის შემდეგ ვაშინგტონში „შვებით ამოისუნთქეს“. ამერიკელი ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ირანის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებმა შეიძლება მსოფლიოში ენერგომატარებლებზე ფასები გაზარდოს, ხოლო ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებმა შეიძლება ესკალაცია გააღრმაოს და კონფლიქტში აშშ ჩაითრიოს. ადრე ბაიდენმა მოუწოდა ისრაელს, რომ „სხვა ვარიანტებიც განიხილოს“.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ნეთანიაჰუს მიერ უფრო თავშეკავებული პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, ჯო ბაიდენი მას ამერიკულ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას, THAAD-ს დაჰპირდა.