რუტე: ნატო არ უნდა შეაშინოს რუსეთის მუქარამ, პუტინი თავის მიზანს ვერ მიაღწევს

რუსული დაშინების ტაქტიკა ნატოზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. ბლოკი გააგრძელებს კიევისთვის მტკიცე მხარდაჭერას, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.

ნატოს გენერალური მდივანი

„მესიჯი (რუსეთის პრეზიდენტისთვის ვლადიმერ პუტინისთვის) არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელებთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მან ვერ მიაღწიოს მიზნებს და უკრაინამ გაიმარჯვოს“, – აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, ალიანსს არ აინტერესებს ნატოს ტერიტორიის მიღმა რომელიმე სხვა ქვეყნის ნაწილის აღება.

„ჩვენ არ გვაინტერესებს ნატოს ტერიტორიის მიღმა რომელიმე სხვა ქვეყნის ნაწილის აღება. ვართ დემოკრატიული ალიანსი, ყველაზე ძლიერი ალიანსი მსოფლიო ისტორიაში. მზად ვართ ნებისმიერი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ, ჩვენი ოპონენტები ვერასოდეს შეგვაშინებენ“, – განაცხადა მან.