24 წლის შემდეგ პირველად, ჩინეთმა ვაშინგტონში „პანდა დიპლომატები“ გაუშვა – CNN

ჩინეთის „პანდა დიპლომატებმა“ დუჯიანიანის ბაზა დატოვეს და აშშ-ში, კერძოდ, ვაშინგტონის ნაციონალური ზოოპარკისკენ აიღეს გეზი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს პირველი შემთხვევა 24 წლის განმავლობაში, როდესაც ჩინეთმა ვაშინგტონში შავ-თეთრი პანდების ახალი წყვილი გაუშვა.

როგორც გამოცემა წერს, ორი გიგანტური პანდა, სახელად ბაო ლი და ცინ ბაო შტატებში გაგზავნეს სპეციალური სატვირთო თვითმფრინავით FedEx Boeing 777, რომელსაც „პანდა ექსპრესსაც“ უწოდებენ.

„პანდებს სიმინდის ფუნთუშები, ბამბუკის ყლორტები, სტაფილო, წყალი და და წამლები მოვუმარაგეთ, რომ ფრენის დროს მათი მოთხოვნილებები დაგვეკმაყოფილებინა“, – ნათქვამია ჩინეთის ველური ბუნების დაცვის ასოციაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, ქვეყნებთან ურთიერთობის გასამყარებლად პანდების გადაცემის სტრატეგიას (ე.წ. პანდების დიპლომატია) პეკინი წლებია იყენებს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბოლო პერიოდში ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, გასული წლის ნოემბერში ჩინეთმა შტატების ზოოპარკიდან გამოითხოვა პანდების წყვილი, რომელიც წლების განმავლობაში მილიონობით მნახველს იზიდავდა.

2024 წლის 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ სან-დიეგოს ზოოპარკმა ჩინურ მხარესთან დადო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მათ ტერიტორიაზე გიგანტური პანდების დაბრუნდებოდნენ.