ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დასავლეთი უკრაინის ომით დაიღალა

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი აცხადებს, რომ არსებობს საფრთხე, დასავლეთის სახელმწიფოები უკრაინის დახმარებით სულ უფრო მეტად დაიღალონ. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი

ფინეთის დიპლომატიის ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთის სახელმწიფოები სულ უფრო მეტად დაიღალნენ უკრაინის მხარდაჭერით და სულ უფრო მეტად იმედოვნებენ, რომ კონფლიქტი რაიმე სახით მოგვარდება.

ზოგიერთმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის გზების განხილვა დაიწყო, იმის მიუხედავად, რომ პუტინის ჯარებმა უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედი დაიკავეს.

„ეს რეალურია და ის იზრდება“, – განაცხადა ვალტონენმა და მიანიშნა დასავლეთის დაღლილობაზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში არის ყურადღებისა და რესურსების გადატანა და ის დომინირებს გასულ თვეში გაეროს გენერალური ასამბლეის ბოლო სესიის განხილვაში.

„ორი კონფლიქტი, რა თქმა უნდა, ძალიან მჭიდრო კავშირშია, მაგრამ ჩვენთვის, ევროპელებისთვის მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ თუ რუსეთს უკრაინაში გამარჯვების შესაძლებლობას მივცემთ, არსებითად ჩვენი შეკავების სანდოობას ძირს გამოვუთხრით. უკრაინისთვის მხარდაჭერა არსებობს, მაგრამ რამდენად საკმარისია ის? ეს არის საკითხავი“, – განაცხადა ვალტონენმა.

ვალტონენი მიიჩნევს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ სანქციები, რათა ზიანი მიაყენონ რუსეთის ეკონომიკას, კერძოდ, ნავთობის ტანკერების „ჩრდილოვან ფლოტს“.

„ეს დაუზღვეველი და დაბალი ხარისხის გემები გვერდს უვლიან ფასების შეზღუდვებს, მაგრამ ისინი ასევე საფრთხეს უქმნის გარემოს, განსაკუთრებით ბალტიის ზღვაში, რაც ჩვენ რეალურად ძალიან გვაშფოთებს. ასე რომ, აუცილებლად მეტი უნდა გაკეთდეს“, – თქვა მან.