რუსეთის დუმამ პირველი მოსმენით კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებისთვის სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობისთვის სასჯელს ამკაცრებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ევგენი პრიგოჟინის ამბოხება

კანონპროექტის მიხედვით შეიარაღებული ამბოხების ორგანიზებისთვის, მასში მონაწილეობისთვის ან რუსეთის კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლის მცდელობისთვის, ასევე რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისთვის 15-დან 20 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

თუ ამბოხებას მძიმე შედეგები მოჰყვა, მათ შორის მსხვერპლი, მაშინ სასჯელია 15-დან 20 წლამდე პატიმრობა და 500 000-დან 1 მლნ რუბლამდე (5-დან 10 ათას აშშ დოლარამდე) ჯარიმა. შესაძლოა, სამუდამო პატიმრობის გამოყენებაც.

ასევე დუმაში შესულია წინადადება, რომლის მიხედვით ცვლილება შევა „სახელმწიფო ღალატის“ მუხლში. სახელმწიფო ამბოხებაში მონაწილეობისთვის სასჯელის თავიდან აცილებაა შესაძლებელი, თუ მასში მონაწილე პირმა ამის შესახებ ხელისუფლებას აცნობა.