რუსეთის ფედერაციამ Shahed-136 ტიპის დრონების მოდერნიზება განახორციელა და ახლა „კამიკაძე-დრონები“ უფრო მაღალ სიმაღლეზე და უფრო სწრაფად დაფრინავენ, – ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტი იტყობინება უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით.
სამხედროების ტქმით, „შაჰედები“ მანამდე ძალიან ნელები იყვნენ, რთულად მანევრირებდნენ და მხოლოდ დაბალ სიმაღლეზე შეეძლოთ ფრენა.
„უკრაინელმა სამხედრო ოფიცერმა აღნიშნა, რომ უკრაინელებმა, ასევე, გააუმჯობესეს აღჭურვილობა და ტაქტიკა, „შაჰედის“ ჩამოსაგდებად“, – დასძინეს ანალიტიკოსებმა.
ანალიტიკოსი და ავიაციის ექსპერტი კონსტანტინ კრივოლაპი აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე უფრო მეტ „შაჰედის“ ტიპის დრონებს გამოუშვებს და მათი ჩამოგდება, ალბათ, უფრო რთული იქნება.