ისააკ ჰერცოგი ლიბანელებს: თქვენ იხდით საფასურს ბოროტი ტერორისტული რეჟიმისთვის, რომელსაც „ჰეზბოლა“ ხელმძღვანელობს

ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა ლიბანელების მიმართა და განაცხადა, რომ ისინი იხდიან საფასურს „ჰეზბოლას“ ქმედებებისთვის.

ისრაელის პრეზიდენტი

პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰერცოგი ხაიფაში სამედიცინო ცენტრს ეწვია, სადაც ლიბანში საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებულ ჯარისკაცებს შეხვდა.

„ჰეზბოლა“ მუდმივად ემუქრებოდა ხაიფას და ამ მიდამოებს, თუმცა ხაიფას მოსახლეობა ძლიერი და მტკიცეა. მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ, რომ მიგვეღწია მეგობრული გადაწყვეტილებისთვის ლიბანის საზღვართან დაკავშირებით. სამწუხაროდ, „ჰეზბოლამ“ არაერთხელ თქვა უარი.

მინდა, ვუთხრა ლიბანელ ხალხს: თქვენ იხდით საფასურს ბოროტი ტერორისტული რეჟიმისთვის, რომელსაც „ჰეზბოლა“ ხელმძღვანელობს. კარგი, ღირსეული ცხოვრების ნაცვლად ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც ახლო აღმოსავლეთის სიამაყე იყო, ახლა ლიბანი იხდის საფასურს, და ეს საფასური სულ უფრო და უფრო მძიმდება“, – აღნიშნა ისააკ ჰერცოგმა.